წყავროკას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მადონა ხაჯიშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა
16-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის წყავროკას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მადონა ხაჯიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

„წყავროკას საჯარო სკოლა ულოცავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ - მადონა ხაჯიშვილს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203