სორმონის საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგმა ნანა ბოჭორიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
16-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სორმონის საჯარო სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნანა ბოჭორიშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პედაგოგს სტატუსი შეეცვლება და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.

„სორმონის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელს ნანა ბოჭორიშვილს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას, ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს.

გვახარებს თითოეული პედაგოგის წარმატება. ჩვენს სკოლაში უკვე 6 წამყვანი მასწავლებელია და კიდევ 2 პედაგოგი მოლოდინის რეჟიმში“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203