ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლე დიმიტრი გულუა სტიპენდიით დაჯილდოვდა
13-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე დიმიტრი გულუა სტიპენდიით დაჯილდოვდა, რადგან ის გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში გამარჯვებული გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

„შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - „ლეონარდო და ვინჩის“ I ადგილის მფლობელია გუნდი, რომლის სამი წევრიდან ერთ-ერთი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბასთუმნის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე დიმიტრი გულუა. 

გამარჯვებულებს „თიბისი ბანკმა“ გადასცა სტიპენდიები. ვულოცავთ დიმიტრის ამ წარმატებას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203