დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ფიქრია ლიპარტელიანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
13-11-2020

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ფიქრია ლიპარტელიანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგს მალე სტატუსი აუმაღლდება და წამყვანი გახდება.

მასწავლებელმა გაკვეთილი მე-8 კლასში ჩაატარა.

„გაამართლა ლოდინმა!!! მადლობა უფალს! მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემს წარმატებაში, გვერდით დამიდგა და გამამხნევა: მადლობა ჩემი სკოლის დირექციას, თანამშრომლებს, მეგობრებს, ჩემი ოჯახის წევრებს, პოზიტიურ, ობიექტურ დამკვირვებელს, ჩემი მოსწავლეების მშობლებს და რაც მთავარია ჩემს საყვარელ გოგო - ბიჭებს, ჩემს უმცროს მეგობრებს, რომლებმაც ჩემი შრომა გაამართლეს...მასახელეს!!! მეიმედებით...მიყვარხართ ყველა!“-წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203