ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომელმა და ღვაწლმოსილმა პედაგოგმა ვარდო თოდრიამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ხალხური საკრავები აჩუქა
13-11-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის თანამშრომელმა და დამსახურებულმა პედაგოგმა ვარდო თოდრიამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ხალხური საკრავები მუდმივ სარგებლობაში გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა გაავრცელა. 

„დღეს სტუმრად გვყავდა 91 წლის, 72 წლის მუშაობის სტაჟის მქონე ქალბატონი ვარდო თოდრია, საშუალო სკოლების შრომის ვეტერანი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, საქართველოსა და სხვადასხვა რესპუბლიკების ფესტივალების მონაწილე, ღირსების მედლისა და ორდერის კავალერი, სამამულო ვეტერანებთან გათანაბრებული ვეტერანი, ანსამბლ „ნართის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2017 წელს ხანდაზმულთა მეცამეტე კონკურსზე მიენიჭა საპატიო წოდება „წლის ბებია“.

ქალბატონმა ვარდომ მუზეუმს მუდმივ სარგებლობაში გადასცა ხალხური მუსიკალური საკრავები: დიპლიპიტო, ჭუნირი, ფანდური, სალამური, ბაზ-ფანდური, აკარდეონი, კონტრაბასი. მადლობას ვუხდით ქალბატონ ვარდოს საჩუქრისათვის, იმ დიდი შრომისა და ღვაწლისთვის, რომლითაც ცდილობდა ესახელებინა მისი მშობლიური კუთხე ჩოხატაური“,-წერია კულტურის ცენტრის მიერ გაცრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203