
შუახევის მუნიციპალიტეტის დღვანის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა მზევინარ ქათამაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა.
პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, პედაგოგს მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობის გავლა ონლაინ რეჟიმში მოუწია.
მზევინარ ქათამაძემ გაკვეთილი მე-7 კლასში ჩაატარა და 4 კრედიტიც მოიპოვა, რას იმას ნიშნავს, რომ მას წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ პედაგოგს მიღწეულ წარმატებას.