ნოღოხაშის სკოლის დირექცია ნია სიმონიასა და გიორგი ცომაიას „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვედრას ულოცავს
13-11-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის ნოღოხაშის საჯარო სკოლა ულოცავს მე-8 კლასის მოსწავლეებს: ნია სიმონიასა და გიორგი ცომაიას „ეტალონის“ მაღალქულიან მოსწავლეთა შორის მოხვედრას.

მოსწავლეები მონაწილეობდნენ „ეტალონის“ ფინალურ ტურში და მიღებული შედეგებით საუკეთესოთა შორის მოხვდნენ.

ნია სიმონიამ მიიღო 64 ქულა და დაიკავა მე-5 ადგილი, ხოლო გიორგი ცომაიამ 61 ქულით დაიკავა მე-9 ადგილი.

ნოღოხაშის საჯარო სკოლა არ ღალატობს ჩვეულ ტრადიციებს. ყოველწლიურად მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ტესტირებებში და ღირსეულად იკავებენ საპრიზო ადგილებს.

„მადლობა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს „ეტალონში“ აქტიური ჩართულობისა და მიღწეული წარმატებებისთვის“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203