მერევის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ასანიძე დისტანციური სწავლებისა და ინტერნეტრესურსების გამოყენების შესახებ საუბრობს
13-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერევის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ასანიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს და აღნიშნავს, რომ გასულ სასწავლო წელს მიღებული გამოცდილება ახლა კარგად ადგებათ. მოსწავლეები მონდომებით არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში, მასწავლებლები კი ინტერნეტრესურსების გამოყენებას სკოლაში დაბრუნების შემდეგაც აპირებენ.

„ადვილი ნამდვილად არ არის დისტანციური სწავლება, თუმცა მაინც, წინა გამოცდილებიდან გამოდინარე, უფრო მობილიზებულია ყველა, ძირითადად ვიყენებთ „თიმსის“ პროგრამას. საკაბელო ინტერნეტის გამოყენება ცოტა პრობლემურია, ამიტომ მოსწავლეები მობილურ ინტერნეტს იყენებენ. საბოლოოდ, ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშაა და წარმატებულად მიმდინარეობს სწავლების პროცესი.

რაც შეეხება ინტერნეტრესურსების გამოყენებას, რა თქმა უნდა, მივესალმები, გამოვიყენებთ აქტიურად სკოლაში სიარულის დროსაც“, - აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203