მატნის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა შემოდგომის თემაზე შექმნილი ნამუშევრები გამოფინეს
13-11-2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.

პატარებმა შემოდგომის წითელ-ყვითელი ფოთლებისგან უამრავი ლამაზი ნამუშევარი შექმნეს. შემოსეს თოჯინები, დაამზადეს ორიგინალური ქოლგები და ა.შ.

პირველკლასელები ნამუშევრებზე მონდომებით მუშაობდნენ. მოსწავლეთა გამოფენამ მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203