სვერის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ია ცუცქირიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
13-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის საჯარო სკოლის პედაგოგმა ია ცუცქირიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

სკოლის დირექტორი თამაზ ცუცქირიძე და მასწავლებლები ულოცავენ პედაგოგს წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებენ.

„ეტალონი“ უერთდება მილოცვას და ყველა პედაგოგს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ წინსვლის სქემით გათვალისწინებულ აქტივობებს გადის, წინსვლას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203