„მოსწავლეები მიხვდნენ, რომ მხოლოდ გასართობად არ გამოიყენება ინტერნეტი“ - ხალიფაურის საჯარო სკოლის პედაგოგები ონლაინ რესურსებზე
13-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხალიფაურის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები მონდომებით არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში და დავალებებსაც ხალისით ასრულებენ. მათთვის ინტერნეტსწავლებას მეტი ინტერესი აქვს.

„სწავლება რთული აღარაა ნამდვილად ჩემი სკოლისთვის, რადგან უკვე გვქონდა ამის პრეცენდენტი, მზად შევხვდით მეორედ დისტანციურ სწავლებას, როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეებიც. ძირითად სასწავლო პროცესს „თიმსის“ პროგრამაში წარვმართავთ, პროგრამის გამოყენებაზე უამრავი სიახლე თუ დახმარებაა უკვე ინტერნეტში. დანარჩენი თუ რაიმე პრობლემა იქმნება ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, ყველა მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და ვეხმარებით.

სკოლაში დაბრუნებისას აქტიურად გამოვიყენებთ ინტერნეტსწავლებასაც, რადგან მოსწავლეებიც უკვე მიხვდნენ, რომ მხოლოდ გასართობად არ გამოიყენება ინტერნეტი, სწავლა-სწავლების პროცესი უფრო სახალისო და მრავალფეროვანია“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203