აღვის საჯარო სკოლის მასწავლებელ ფიქრია შკუბულიანს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას დირექცია და პედაგოგები ულოცავენ
13-11-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის აღვის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ფიქრია შკუბულიანმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება, რის შედეგადაც მას შესაბამისი 4 კრედიტქულა მიენიჭა.

ფიქრია შკუბულიანს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ფიქრია შკუბულიანს ვუსურვებთ წინსვლას და წარმატებებს“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203