
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლის შეფასების ორ მნიშვნელოვან კომპონენტზე - განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებაზე გვესაუბრებიან. მათი თქმით, ორივე აუცილებელია და მხოლოდ ერთი სახის შეფასების გამოყენება უშედეგო იქნება.
„მოსწავლის შეფასება უნდა ხდებოდეს როგორც განმავითარებელი, ისე განმსაზღვრელი შეფასებით. ორივე ერთმანეთს ავსებს და სრულფასოვანს ხდის. მხოლოდ განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლეთა მოტივაციის დონე შედარებით დაბალია“,-აღნიშნავენ პედაგოგები.