„ჩვენ ვიცავთ წესებს, დაიცავით თქვენც!“ - შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი კორონავირუსის შესახებ
13-11-2020

,,ჩვენ ვიცავთ წესებს, დაიცავით თქვენც!“ - ასე ჰქვია კორონავირუსის შესახებ მომზადებულ პროექტს, რომელზეც მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, სადაც კორონავირუსის შესახებ ისაუბრეს - სად და როდის დაფიქსირდა ვირუსი პირველად, როგორ გავრცელდა და რაც მთავარია, როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან.

მოსწავლეებმა ვიდეოპრეზენტაციაში ასევე წარმოადგინეს, თუ როგორ იცავს შაუმიანის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად შემუშავებულ რეგულაციებს.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203