„ძალიან მენატრება სკოლაში ჩატარებული გაკვეთილი“ - აზავრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დავთიანი დისტანციურ სწავლებაზე საუბრობს​
12-11-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო დავთიანი დისტანციური სწავლების შესახებ საკუთარ ხედვას გვიზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაკვეთილებში მოსწავლეთა მაღალი ჩართულობაა, მასწავლებელი უპირატესობას მაინც სკოლაში პირისპირ სწავლებას ანიჭებს.

„ჩვენი სკოლა არის მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, რადგანაც მიმდინარეობს ახალი სკოლის მშენებლობა. ძალიან მენატრება სკოლაში ჩატარებული გაკვეთილი, რადგანაც სულ სხვაა სკოლის კედლებში საგაკვეთილო პროცესი“,-ამბობს ნინო დავთიანი.

პედაგოგი აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილებს ბავშვები აქტიურად ესწრებიან. ასრულებენ დავალებებსაც, თუმცა სწავლების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია საკლასო ოთახებში, ვიდრე დისტანციურად.

პედაგოგი იმედოვნებს, რომ მალე დასრულდება სკოლის მშენებლობა და მოსწავლეები ახალ სკოლაში მონდომებით გააგრძელებენ სწავლას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203