
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექციამ კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით, მოსწავლეთა მშობლებს კიდევ ერთხელ მიმართა და რეგულაციები შეახსენა. ადმინისტრაცია ზრუნავს, რომ სკოლაში განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული წესები მაქსიმალურად იყოს დაცული.
„ძვირფასო მშობლებო, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, იძულებულნი გავხდით, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა თქვენთვის, საგანგებოდ გაეცნოთ თქვენზე დაკისრებულ თითოეულ ვალდებულებას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ კოვიდ-19-ის გავრცელების რისკი, როგორც სკოლაში, ისე სოფელში. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები