„აქტიური მოქალაქე დემოკრატიულ საზოგადოებაში“ - კალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარინა მარგველანმა პრეზენტაცია წარადგინა
12-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე მარინა მარგველანმა გამართა პროექტის პრეზენტაცია თემაზე: „აქტიური მოქალაქე დემოკრატიულ საზოგადოებაში“.

„პროექტის მიზანი იყო, ერთი მხრივ, ავტორ მოსწავლეში მისი გაწერის საჭირო უნარების ფორმირება, ხოლო მეორე მხრივ, მოსწავლეებისათის აქტიური მოქალაქის რაობისა და როლის წარმოჩენა და ამ მხრივ მათი დაინტერესების სტიმულირება.

ავტორი შეეხო საზოგადოებრივი ინიციატივების თემას, მოიყვანა მაგალითები საქართველოს ისტორიიდან და ლოგიკურად დაუკავშირა ისინი აქტიური მოქალაქის ცნებას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: კალის საჯარო სკოლის დირექცია, მასწავლებლები და სხვა კლასების მოსწავლეები.

პრეზენტაციაც და პრეზენტატორიც შეაქო სკოლის დირექციამ.

პროექტი განხორციელდა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის გიორგი ტერუნაშვილის ხელმძღვანელობით“,-ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203