„საკლასო ოთახში მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის თემის ირგვლივ მსჯელობას ვერაფერი ჩაანაცვლებს“ - ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი
12-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე მოსწავლეებთან ინტერნეტრესურსების გამოყენებაზე საკუთარ ხედვას გვიზიარებს. დირექტორი ფიქრობს, რომ საგაკვეთილო პროცესში ინტერნეტმასალების გამოყენება კარგია, თუმცა ამას ხშირი ხასიათი არ უნდა ჰქონდეს.

„ინტერნეტ სწავლების რესურსებს მასწავლებელი გამოიყენებს საგაკვეთილო პროცესში, თუმცა  ამან არ უნდა მიიღოს სისტემური ხასიათი. საკლასო ოთახში მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის თემის ირგვლივ მსჯელობას, საფუძვლიან განათლებას ვერაფერი ჩაანაცვლებს“,-აღნიშნავს დირექტორი ნათელა ბახტაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203