მლაშეს საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
12-11-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო ჩიტორელიძის ხელმძღვანელობით, იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს.

სამოქალაქო განათლების ამაღლების მიზნით შესრულებული აქტივობა საინტერესო იყო მოსწავლეებისთვის, იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობის ინტერესი ბევრმა გამოხატა.

მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა იმას ნიშნავდა, რომ ბავშვებს მოსწონთ ამ ტიპის აქტივობები, რომლებიც მათთვის სახალისოც და ამავდროულად, ცოდნის გაღრმავების საშუალებაც არის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203