თივის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხელოვნების მასწავლებელთან ერთად, სკოლის ეზო დეკორაციებით გაალამაზეს
12-11-2020

ყვარლის მუნიციპალიტეტის თივის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში. გაკვეთილების გარდა, მოსწავლეები მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ აქტივობებშიც ხალისით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეებმა ბუნებრივი მასალისგან დეკორაციები შექმნეს და სკოლის ეზო გაალამაზეს.

მათი ხელოვნების მასწავლებელი ნანა ლუხოშვილია. პედაგოგი მოსწავლეებს დეკორაციების დამზადებაში ეხმარებოდა და ეზოს გალამაზებაშიც მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203