ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ეკატერინე შუკაკიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
12-11-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ეკატერინე შუკაკიძემ მასწავლებლის პროფესიული წინსვლის სქემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, რის გამოც პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება.

„ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექცია და სკოლის პეადგოგიური კოლექტივი წარმატებას უსურვებს ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგს, ეკატერინე შუკაკიძეს, რომელმაც წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება ბიოლოგიაში და მიიღო 4 კრედიტ ქულა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203