ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგმა მაია იობიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მიენიჭება
12-11-2020

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა მაია იობიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. მან მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებულ ყველა საჭირო აქტივობაში შესაბამისი კრედიტები მოიპოვა და წამყვანის სტატუსს მიიღებს.  

„მაია იობიძემ აიმაღლა სტატუსი, გახდა წამყვანი მასწავლებელი. ეწერის სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მაია იობიძეს ამ დიდ წარმატებას, უსურვებს კარიერულ წინსვლას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203