მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ და ხატია ხვისტანებმა „ეტალონის“ შესარჩევი ტური წარმატებით გაიარეს
12-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში გამართულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირებაში მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს.

მუნიციპალიტეტის დონეზე გასამართ „ეტალონის“ ღონისძიებაზე გასვლის უფლება მოიპოვეს მოსწავლეებმა: თამარ ხვისტანმა (მე-10 კლასი) და ხატია ხვისტანმა (მე-11 კლასი).

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203