მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა მარჯანიშვილი „ეტალონის“ შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს
12-11-2020

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში გამართულ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირებაში ანა მარჯანიშვილმა მაღალი ქულა მოიპოვა და ის „ეტალონის“ შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს.

სკოლის დირექცია ანას წარმატებას უსურვებს.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203