„მცენარეები და გარემოს დაცვა“ - თბილისის N60 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ერთობლივი პროექტი განახორციელეს
11-11-2020

„მცენარეები და გარემოს დაცვა“ - თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-4  კლასის დამრიგებლებმა: ნინო ვაშაკიძემ, ნინო ჯოხაძემ, თამუნა მახარაშვილმა, მაია მჭედლიშვილმა და ნათია კორკოტაშვილმა ერთობლივი პროექტი განახორციელეს.

პროექტი მოიცავდა ექსკურსია-გაკვეთილს ბოტანიკურ ბაღში და სასწავლო ვიდეორესურსს.         

„აღნიშნული პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთათვის, პანდემიის პირობებში, პედაგოგებს მიეწოდებინათ ბუნებისმეტყველების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საპროგრამო მასალა  სახალისო  აქტივობის სახით,  მოსწავლეთა მოტივაციის  ასამაღლებლად“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203