მლაშეს საჯარო სკოლის პედაგოგის გარდაცვალების გამო თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
11-11-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის მლაშეს საჯარო სკოლის პედაგოგები თანამშრომლის გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოხატავენ.

„ჩვენო ძვირფასო კოლეგავ, ჩვენო ნელი მასწავლებელო, ნელი „დეიდა“, როგორ გვატკინე გული, როგორ შემართებით ებრძოდი ვერაგ დაავადებას, გამძელობის და დიდსულოვნების მაგალითი უჩვენე ყველას. მთელი კოლექტივი ყოველთვის დიდი სიყვარულით და პატივისცემით გაგიხსენებთ. ნათელი და სანთელი შენს სულს ჩვენო უნიჭიერესო ქალბატონო. სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა!“-წერია სკოლის სამძიმრის წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203