ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სახელოვნებო მასალები გადაეცათ
11-11-2020

ბათუმის N26 საჯაროს სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრის შემოქმედებითი სახელოსნოების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით (პანდემიის პირობებში) სახელოვნებო მასალები დაურიგდათ.

პანდემიის პირობებში დასახმარებლად გამოყოფილი ფინანსებით მოსწავლეებს შეუძინეს საჭირო რესურსები და ბავშვებს სახლში მიუტანეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203