
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თინა ასათიანმა ისტორიაში წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება და დამსახურებული 4 კრედიტქულაც მიიღო.
„თინა მასწავლებელი ყველასათვის სამაგალითო, გამორჩეული, პასუხისმგებლიანი და საყვარელი მასწავლებელია, სკოლის დირექციამ და კოლეგებმა თინა მასწავლებელს წარმატება მიულოცეს და მომავალი ახალი წარმატებები უსურვეს“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.