„არც ერთი მოსწავლე არ გვრჩება სწავლების გარეშე“ - ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება სრული ჩართულობით მიმდინარეობს
11-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ დემეტრაშვილი დისტანციური სწავლების ხარვეზებზე გვესაუბრება და გამოცდილებას გვიზიარებს.

„რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, სასწავლო პროცესის წარმართვა დისტანციურად, გეოგრაფიული მდებარეობის გამო ინტერნეტზე პრობლემა გვექმნება ხოლმე, მაგრამ მაინც ვახერხებთ თითქმის ყველა მოსწავლე იყოს ჩართული „თიმსის“ პროგრამაში. არიან მოსწავლეები, ვინც ვერ ახერხებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზებს მივმართავთ, მთავარია, არც ერთი მოსწავლე არ გვრჩება სწავლების გარეშე.

როდესაც წინა პანდემიის შემდეგ სკოლაში დავბრუნდით, ვიყენებდით ინტერნეტრესურსებს და მომავალშიც გამოვიყენებთ. დროის სწორად გამოყენების გამოცდილება მივიღეთ“,-აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203