ონარიის საჯარო სკოლის პედაგოგ მაია მოსიას ​დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
11-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის პედაგოგმა, დირექტორის მოადგილე მაია მოსიამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. პედაგოგმა მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობები წარმატებით შეასრულა და წამყვანის სტატუსს მოიპოვებს. 

მაია მოსიას თანამშრომლები მიღწეულ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„სოფელ ონარიის საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია და პედკოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეს, ჩვენს უსაყვარლეს, მიზანდასახულ და შრომისმოყვარე ქალბატონ მაია მოსიას გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და უსურვებს პროფესიულ წინსვლას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203