„სიტყვები გონების წიაღიდან“ - გოგინაურის საჯარო სკოლის მოსწავლე თებრონე გოგიტიძის ნაშრომი საქართველოს მასშტაბით 10 საუკეთესო ნაშრომს შორისაა
11-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის გოგინაურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თებრონე გოგიტიძის ნაშრომი, მთელი საქართველოს მასშტაბით, 10 საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდა. მოსწავლე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. თებრონე გოგიტიძემ ნამუშევარი პროექტის „სიტყვები გონების წიაღიდან“ ფარგლებში შეასრულა.  

„მიუხედავად პანდემიურ სიტუაციისა ჩვენი მოსწავლეები ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებში. ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე სალომე შველიძემ განახორციელა პროექტი „სიტყვები გონების წიაღიდან“ კოვიდ-19 ის პანდემიის საპასუხოდ, ახალგაზრდა მწერლებისთვის.

ამ პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები საქართველოს ყველა კუთხიდან, შეარჩიეს10 საუკეთესო ნაშრომი. ათეულში კი ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე თებრონე გოგიტიძის ნაშრომიც მოხვდა.

მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ამ შესაძლებლობისთვის. ვულოცავთ ამ წარმატებას და გვიხარია, რომ გვყავს ასეთი ნიჭიერი თაობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

დირექცია ულოცავს თებრონეს მიღწეულ წარმატებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203