„რომელზე იფიქროს მასწავლებელმა - „თვითგადარჩენაზე“ თუ მოსწავლეებზე?!“-ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგების მოსაზრება
11-11-2020

მასწავლებელი ყოველ წელს განვითარების შესაბამისად უნდა ფასდებოდეს - მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის იდეას მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები გამოეხმაურნენ.

„მასწავლებელი უნდა ფასდებოდეს, მაგრამ არა ყოველ წელს (ვფიქრობთ, ზედმეტადაც ვართ შემოწმებულ-შეფასებული), თან ამ შეფასებებს ახლავს თავისებური სტრესიც, რაც არასასურველ ზეგავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე. რომელ ერთზე იფიქროს მასწავლებელმა - „თვითგადარჩენაზე“ თუ  მოსწავლეებზე?!“-აღნიშნავენ პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203