ბათუმის Ν18 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ასანიძე თანატოლებს ჩურჩხელის დამზადებას ასწავლის
11-11-2020

ბათუმის Ν18 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები დისტანციურ სწავლებაში, აქტივობებს კი პედაგოგს ვიდეოს და ფოტოს საშუალებით უზიარებენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა შემოდგომის შესახებ მოამზადეს დავალებები.

მოსწავლე ანა ასანიძე ჩურჩხელის დამზადების მეთოდს  თანატოლებს ასწავლის. ვიდეოში ის  ადუღებს თათარას, შემდეგ კი ძაფზე აკინძულ თხილსა და ნიგოზს თათარაში ავლებს. 

პატარებისთვის საშემოდგომო აქტივობები სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203