ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
10-11-2020

ხონის მუნიციპალიტეტის ხიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: შოთა გახოკიძემ (IX კლასი), ვაჟა სულაბერიძემ (IX კლასი) და გიორგი კიკაბიძემ (VIII კლასი) ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და ხონში გამართულ ღონისძიებაზეც წარმატებით იასპარეზეს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ხონში 21 ოქტომბერს გაიმართა. 

ხონის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.

ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203