ზესტაფონის N7 საჯარო სკოლამ მოსწავლეები საპილოტე პროექტში აქტიური ჩართულობისთვის სიგელებით დააჯილდოვა
10-11-2020

რევაზ მუმლაძის სახელობის ზესტაფონის N7 საჯარო სკოლამ X კლასის მოსწავლეები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში „Minecraft Education Edition-ის დანერგვა სასწავლო პროცესში“ აქტიური მონაწილეობისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

პროექტში ჩართულ მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. კლასის ხელმძღვანელია ნელი მაღლაკელიძე.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პროექტი „Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის „Mindworks Education” ჩართულობით საპილოტე რეჟიმში განხორციელდა.

იხილეთ მოსწავლეთა სიგელები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203