„ეს წარმატება პასუხისმგებლობას მიორკეცებს“ - იდლიანის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინე ჭკადუამ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
10-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მასწავლებელმა მარინე ჭკადუამ წარმატებით ჩაატარა გარე დაკვირვების გაკვეთილი და შესაბამისად, კრედიტქულებიც დაიმსახურა.

„ეს ის მომენტია, როცა გიხარია რომ შრომა გიფასდება. ეს კრედიტი არ „მოფრენილა“, ბევრი შრომის, წვალებისა და ნერვიულობის შედეგად მოპოვებულია. ამ ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ორივე სკოლის დირექტორს, პედკოლექტივს. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო მათ თანადგომისთვის, ზრუნვისთვის, სიყვარულისთვის. მადლობა ჩემს პოზიტიურ დამკვირვებელს და ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლებმაც იყოჩაღეს და მასახელეს.

და მაინც, ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ახალ დირექტორს თეა ჭკადუას, იმისთვის, რომ მან ყველანაირი პირობა შემიქმნა ღირსეულად ჩამეტარებინა გარე დაკვირვების გაკვეთილი. სითბო, სიყვარული და ყურადღება არ მომკლებია, რამაც შეუძლებელი შემაძლებინა.

ეს წარმატება პასუხისმგებლობას უფრო მიორკეცებს, რომ ბოლომდე დავიხარჯო მოსწავლეებისთვის. ვიცი, ჩემი წარმატება ყველას გაგიხარდებათ და ყველას, ყველას დიდი მადლობა“,-წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ულოცავენ მასწავლებელს ამ წარმატებას და მომავალშიც ულევ წარმატებებს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203