ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ღონისძიებაზე წარმატებით იასპარეზეს
10-11-2020

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი აბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნინო ნოდიამ (მე-10 კლასი) და ომარ გაბელაიამ (მე-10 კლასი) ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს და მეორე ტურშიც წარმატებით იასპარეზეს.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება აბაშაში 6 ნოემბერს გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203