კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტე-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს
10-11-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ვასილ კაჭარავამ (XI კლასი), ანნა კაჭარავამ (X კლასი) და ლუკა კვანტალიანმა (XI კლასი) ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიებაზე წარმატებით იასპარეზეს.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება აბაშაში 6 ნოემბერს გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203