ჟახუნდერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
10-11-2020

ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, სკოლის შენობა კვირაში ერთხელ სადეზინფექციო საშუალებით მუშავდება.

თითოეული მასწავლებელი და მოსწავლე უზრუნველყოფილია პირბადითა და ხელის დასამუშავებელი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით. გარდა ამისა, ასევე აქტიურად უტარდება დეზინფექცია მოსწავლეთა ტრანსპორტს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203