არეშფერანის საჯარო სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს პედაგოგებს, რომლებიც გარე დაკვირვებას ელოდებიან
10-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არეშფერანის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი გარე დაკვირვებას ელოდება. მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით გავლის შემდეგ, მათ სტატუსი აუმაღლდებათ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გარე დაკვირვებისთვის პედაგოგები მომზადებულები და საკმაოდ მოტივირებულები არიან. სკოლის დირექცია მათ ყველანაირად ხელს უწყობს და წარმატებებს უსურვებს პროფესიულ წინსვლაში.

არეშფერანის საჯარო სკოლის მასწავლებლები განსაკუთრებით ზრუნავენ კარიერულ წინსვლაზე და აქტივობებს წარმატებით ასრულებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203