აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომები დაიმსახურეს
10-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალში - izrune.ge.

ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით გავლისთვის მე-5 კლასის მოსწავლე საბა ხარხელმა ოქროს დიპლომი დაიმსახურა. მე-5 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ხარხელს კი ბრინჯაოს დიპლომი ერგო.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203