ხცისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოფელში მცხოვრებ მეწარმეს ესტუმრნენ
10-11-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის ხცისის საჯარო სკოლის მე-9 კლასში პროგრამით - „პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები“ გათვალისწინებული აქტივობები დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს დაანახოს, რომ პროფესიის არჩევა და წარმატების მიღწევა სოფელშიც შეიძლება და სოფელი არ უნდა დაიცალოს ახალგაზრდებისგან.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველი გაკვეთილი კლასის დამრიგებელმა თამარ მეტრეველმა ჩაატარა. გასვლითი ღონისძიება კი ტრადიციულად დაიგეგმა ნიკოლოზ თუმანიშვილის მეურნეობაში, რომელიც წლების წინ თბილისიდან ხცისში დაბრუნდა და მეურნეობას აწარმოებს. მეწარმე მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა ქართულ ვაზზე და მის ჯიშებზე, ფუტკრების საინტერესო ცხოვრების წესსა და მათ სარგებელზე. როგორც ნიკოლოზ თუმანიშვილმა აღნიშნა, მისთვის წარმატების გასაღები სოფელი აღმოჩნდა და ქალაქში დაბრუნება მისთვის მიუღებელია.

მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს მეურნის საუბარი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203