გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის დირექცია მოსწავლეებს - ნიკო თურმანიძესა და მარიამ კვინიკაძეს „ეტალონის“ მეორე ტურში წარმატებას უსურვებს
10-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მონდომებით ერთვებიან საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში.

მათ ამჯერადაც იაქტიურეს და მეორე ტურზე გასვლის უფლება მოიპოვეს. ეს წარმატებული მოსწავლეები არიან: ნიკო თურმანიძე (VIII კლასი) და მარიამ კვინიკაძე (VIII კლასი).

დირექცია მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203