არგვეთის საჯარო სკოლის დირექცია „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეებს წარმატებას უსურვებს
10-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მონდომებით ერთვებიან საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში.

მათ ამჯერადაც იაქტიურეს და ორმა მოსწავლემ მეორე ტურზე გასვლის უფლება მოიპოვა. წარმატებული მოსწავლეები არიან: მარიამ გოგობერიშვილი (X კლასი) და დაჩი კეკენაძე (X კლასი).

სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203