მინაძის საჯარო სკოლაში გამართული შიდასასკოლო სპორტული ღონისძიება აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას მიუძღვნეს
10-11-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 27 სექტემბერს გამართული შიდასასკოლო სპორტული ღონისძიება ევროპის სპორტის კვირეულსა და აფხაზეთის ომის გმირების ხსოვნას მიუძღვნეს.

„მასობრივი სპორტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს შეადგენს სასკოლო სპორტი. სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის 109 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღედ 27 სექტემბერი დაწესდა.

ჩვენ ამავე დროს არ ვივიწყებთ იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 27 სექტემბერი, როგორც სოხუმის დაცემის დღე, არის უმძიმესი. მიუხედავად ამისა, ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღებისა და უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში სკოლაში 27 სექტემბერი აღნიშნა შიდასასკოლო სპორტული მრავალფეროვანი ღონისძიებებით.

მოსწავლეებმა კარგად იციან რას ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესი. მოეწყო სპორტული აქტივობები მძლეოსნობიდან, რბენა 60 მ-ზე დაბალი საწყისიდან დიდებსა და პატარებს შორის.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები. ღონისძიების დასასრულს შეჯიბრი გაიმართა ფეხბურთში ბუშტით, რომელიც აღმოჩნდა ძალიან სახალისო და საინტერესო აქტივობა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203