ტყვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანი ლიფარეიშვილი აბაშის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
10-11-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის ტყვირის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ანი ლიფარეიშვილი საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა შორის მოხვდა.

ანიმ „ეტალონის“ ღონისძიებაზე მიღებული ქულებით მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მე-7 ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშაში 6 ნოემბერს გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203