„შევინარჩუნოთ სიმწვანე“ - აჭყვისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი საინტერესო პროექტში ჩაერთო
10-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი „მომავლის თაობა“ აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა, კლუბის ხელმძღვანელ იზაბელა კახიძესთან ერთად, ნახევრად დისტანციურ რეჟიმში იმუშავეს საკლასო პროექტზე „შევინარჩუნოთ სიმწვანე“, დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები, შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის გამგეობის წარმომადგენელს - ტარიელ ანანიძეს და მასთან ერთად სკოლის შემოგარენში კიდევ ერთი ახალი მცენარე დარგეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203