დიდი სმადის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
06-10-2016
5 ოქტომბერს, დიდი სმადის საჯარო სკოლაში, ჩატარდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო V-VI კლასის მოსწავლეებმა, მათ მასწავლებლებს გადასცეს სახელდახელოდ დამზადებული მოსაწვევი ბარათები და მიიწვიეს აღნიშნულ ღონისძიებაზე.
მოსწავლეებმა მასწავლებლებს მიულოცეს მასწავლებელთა მსოფლიო საერთაშორისო დღე. ისაუბრეს ამ დღის დამკვიდრების შესახებ, მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები და ცეკვები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია