„მასწავლებელსაც და მოსწავლესაც უნდა ჰქონდეს ულიმიტო სწრაფი ინტერნეტი და კომპიუტერი“ - ცინარეთის საჯარო სკოლის დირექცია დისტანციურ სწავლებაზე
10-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექცია დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. დირექტორის ნათელა ბახტაძის თქმით, დისტანციური სწავლების სრულყოფილთვის აუცილებელია, ყველა პედაგოგსა და ბავშვს ჰქონდეს ტექნიკური საშუალება და სწრაფი ინტერნეტი.

„პანდემიის პირობებში რთულია სწავლება იმის გამო, რომ ზოგიერთ მასწავლებელსა და მოსწავლეს ხელი არ მიუწვდება ინტერნეტსივრცეზე ან კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.   

სასწავლო პროცესის კარგად წარმართვისთვის მასწავლებელსაც და მოსწავლესაც უნდა ჰქონდეს ულიმიტო სწრაფი ინტერნეტი და კომპიუტერი“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203