„ინტერნეტრესურსი აუცილებელია გაკვეთილის ჩასატარებლად“ - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები დისტანციურ სწავლებაზე მოსაზრებას გვიზიარებენ
10-11-2020

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები ინტერნეტრესურსებს აქტიურად იყენებენ. სკოლაში დისტანციური სწავლების დროს „თიმსის“ პლატფორმაში როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან.

ახალმა გამოწვევამ სწავლებაში საინტერესო ცვლილებებიც მოიტანა და მასწავლებლები პანდემიის დასრულების შემდეგაც აპირებენ, ინტერნეტი სწავლების განუყოფელი ნაწილი გახადონ.

„ინტერნეტრესურსი აუცილებელია გაკვეთილის ჩასატარებლად, რომელსაც ვიყენებთ პრაქტიკაში და გამოვიყენებთ მომავალშიც“,-აღნიშნავენ პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203